ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოციალური მედიით ჭარბი სარგებლობა სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება


სოციალურ მედიაზე დამოკიდებული ხართ?

ეს კითხვა მხოლოდ გამონათქვამი აღარ არის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოციალურ მედიაზე დამოკიდებული ადამიანები სარისკო გადაწყვეტილებებს ხშირად ისე იღებენ, როგორც ამას ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების შემთხვევებში ვხედავთ.

მსოფლიოში ადამიანების, დაახლოებით, ერთი მესამედი სოციალურ მედიას იყენებს და მათ ნაწილში გარემოსთან არა-ადეკვატური ადაპტაცია, ამ გვერდების გადაჭარბებული გამოყენება შეინიშნება.
დარ მეში

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში დიდ დროს ატარებენ, მიდრეკილი არიან ისეთივე სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისკენ, როგორც ეს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებში გვხვდება.

“მსოფლიოში ადამიანების, დაახლოებით, ერთი მესამედი სოციალურ მედიას იყენებს და მათ ნაწილში გარემოსთან არა-ადეკვატური ადაპტაცია, ამ გვერდების გადაჭარბებული გამოყენება შეინიშნება,” განაცხადა დარ მეშიმ, რომელიც კვლევის წამყვანი ავტორი და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია.

“იმედია ჩვენს მიერ გამოვლენილი შედეგები გააჩენს მოტივაციას, რომ ადამიანებმა სოციალური მედიის ზედოზირება სერიოზულად აღიქვან,” დასძინა მან.

მეში და მისი გუნდი 71 ადამიანს აკვირდებოდა. მათ, აზარტული თამაშების ტესტი გაიარეს, რომელიც ჩვეულებრივ, იმ ადამიანების გადაწყვეტილების მიღების უნარებს ზომავს, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებებზე არიან დამოკიდებული.

გადაწყვეტილების მიღების უნარი ხშირად დაქვეითებულია ადამიანებში, რომლებსაც ნივთიერებეზე დამოკიდებულება აქვთ. ისინი ზოგჯერ ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და აგრძელებენ უარყოფით შედეგების გზაზე სიარულს.
დარ მეში

“გადაწყვეტილების მიღების უნარი ხშირად დაქვეითებულია ადამიანებში, რომლებსაც ნივთიერებეზე დამოკიდებულება აქვთ. ისინი ზოგჯერ ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და აგრძელებენ უარყოფითი შედეგების გზაზე სიარულს,” თქვა მეშიმ.

კვლევის დასრულების შემდეგ, მეშიმ და მისმა გუნდმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალური მედიით გადაჭარბებულად სარგებლობენ, ისეთივე სარისკო გადაწყვეტილებებს იღებდნენენ, როგორსაც ნარკოტიკულ ნივთეირებებზე დამოკიდებულების მქონე პირები.

კვლევის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი უწყვეტად ფიქრობდნენ სოციალურ მედიაზე მაშინ, როცა მისით არ სარგებლობდნენ. ასევე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ საკუთარი ონლაინ აქტივობა მათ ძილზე უარყოფითად მოქმედებს.

მეში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიას ბევრი დადებითი მხარე აქვს, არ უნდა უგულვებელყოთ მისი გამოყენების უარყოფითი შედეგები. მისი თქმით, ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება აუცილებელია, რადგან უნდა დადგინდეს ის, ითვლება თუ არა სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება ქცევით აშლილობად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG