ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების მერე, სეულის მერი გარდაცვლილი იპოვეს


სეული/სამხრეთ კორეა
სეული/სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის მერი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიცია ავრცელებს. ცნობილია, რომ სეულის მერის ცხედარი ქალაქში Bugaksan-ის მთაზე იპოვეს. 64 წლის პარკ ვონის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ სეულის მერმა თავი მოიკლა.

მერის ცხედარი რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს, ვონის გაუჩინარებამდე კი სამხრეთ კორეაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარკ ვონს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ.

სამხრეთ კორეაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სეულის მერი თანამდებობის დროს გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება, ამ დრომდე უცნობია ჩაუტარდა თუ არა ცხედარს ექსპერტიზა.

სეული/ სამხრეთ კორეა
სეული/ სამხრეთ კორეა

ქალაქ სეულის მთავრობის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, სამოქალაქო პანაშვიდები კი 5 დღის განმავლობაში სეულის ეროვნულ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართება.

სეულის მერის მოვალეობებს ვიცე მერი სე იუნ ჰიუპი ასრულებს. უახლოეს პერიოდში კი ქალაქში არჩევნები გაიმართება.

აღსანიშნავია, ისიც რომ გარდაცვლილი პარკ ვონი საზოგადოებაში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკოსი იყო და ის მოიაზრებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად. სწორედ ეს იწვევს კითხვის ნიშნებს. გარდაცვლილ ვონს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG