ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ იმპიჩმენტისთვის სხდომას არ ჩანიშნავს


წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტის მეორე იმპიჩმენტისთვის კენჭის ყრის პარალელურად, სენატის უმრავლესობის ლიდერი, უარს აცხადებს სენატში სხდომის ჩანიშვნაზე იმპიჩმენტის პროცესის გასამართად.

ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს თანამდებობიდან არ გადააყენებენ, მისი ვადის ამოწურვამდე მომავალ კვირას.

სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის პრესსპიკერმა, „ტვიტერზე“ დაადასტურა, „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მაკკონელმა, სენატის უმცირესობის ლიდერ ჩაკ შუმერს აცნობა, რომ დონალდ ტრამპის წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის შემდეგ, არ სურს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად, საგანგებო სესიის გამართვა.

წარმომადგენელთა პალატა, იმპიჩმენტის საკითხს ოთხშაბათს საღამოს განიხილავს, ერთი კვირის თავზე, რაც პრეზიდენტის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

წარმომადგენელთა პალატამ, იმპიჩმენტის თითოეული მუხლი განიხილა და ტრამპს ბრალი ფორმალურად წაუყენა, დაუმორჩილებლობის წაქეზებაში.

„ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ეს დაუმორჩილებლობა წაახალისა, ეს შეიარაღებული აჯანყება, ჩვენ საერთო ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნენსი პელოსიმ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში 6 იანვარს შეიჭრნენ, მაშინ როცა იქ კონგრესის საერთო სესიაზე, არჩევნების სერთიფიცირების პროცესი განიხილებოდა. დაპირისპირებას სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერის.

თუ წარმომადგენელთა პალატა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტიც პალატამ მეორედ მოახდინა.

ამ დრომდე, ამერიკის პრეზიდენტი თანამდებობიდან იმპიჩმენტით არ გადაუყენებიათ. წარსულში წარმომადგენელთა პალატამ სამი პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარის: ტრამპის 2019 წელს, ბილ კლინტონის 1998 წელს და ენდრიუ ჯონსონის 1986 წელს, თუმცა სამივე მათგანი სენატმა თანამდებობაზე დატოვა.

კაპიტოლიუმის შენობას, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების უპროცენტო დიდი კონტიგენტი იცავს.

ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტს, სენატში სასამართლო განხილვა მოჰყვება. მაკკონელი აცხადებს, რომ 19 იანვრამდე, სენატის რეგულარულ სესიამდე, პროცესი არ დაიწყება. ტრამპს ვადა 20 იანვარს ეწურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG