ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: "სოჭის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ფართო მხარდაჭერა აქვს"


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მომავალი თვისთვის დაგეგმილ სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებებს ფართო მხარდაჭერა აქვს. მოლაპარაკებები რუსეთის ლიდერობით, სოჭში უნდა გაიმართოს. ლავროვის თქმით, სირიელი ხალხი ამ მოლაპარაკებების მომხრეა და სავარაუდოდ ეს იქნება გაეროს სამშვიდობო პროცესის საფუძველიც.

ამბოხებულები ამბობენ, რომ რუსეთი მათ მთავარ მოთხოვნაზე - სირიის პრეზიდენტის გადადგომაზე უარის თქმას ითხოვს. ლავროვმა ამ თემაზე კომენტარი სწორედ 40 ამბოხებული ჯგუფის განცხადების შემდეგ გააკეთა, რომელშიც ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი გაეროს სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს და ისინი არ დაესწრებიან სოჭში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

"ჩვენ უარს ვამბობთ ამაზე და ვადასტურებთ, რომ რუსეთი აგრესორია და მან ჩაიდინა დანაშაულები სირიელი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთს არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ შეემსუბუქებინა სირიელი ხალხის ტანჯვა", - ამბობენ ამბოხებულები და განმარტავენ რომ კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში შუამავალი მიუკერძოებელი მხარე უნდა იყოს, რუსეთი კი, რომელიც სირიის მმართველი რეჟიმის ერთ-ერთი მოკავშირეა, არ შეიძლება ასეთ მხარედ განიხილონ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG