ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უარყოფილი რუსული სამხედრო ძალა, ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში


რუსეთი, ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში, სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ცდილობს, ადგილობრივი მოსახლეობა კი რუსული სამხედრო ძალების მიმართ სულ უფრო ნაკლებად მიმღები ხდება. ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან", ადგილობრივი წყაროები და ექსპერტები საუბრობენ.

"გასულ პარასკევს, დაახლოებით 12 რუსული შეიარაღებული ავტომობილი მოვიდა ჩვენს სოფელში. ჩვენი სოფლის 200-მდე მკვიდრი, სწრაფად შეიკრიბა და რუსი სამხედროების მიმართულებით გაემართა. რუსმა მეთაურმა გვითხრა, რომ მათ ჩვენს დასაცავად ბლოკპოსტის შექმნა უნდათ. ჩვენ მათ უბრალოდ ვუთხარით, რომ არ გვჭიდება მათი დაცვა და რუსეთს არ ვენდობით. ვუთხარით, თუ სოფელს არ დატოვებდნენ, მათ ავტომობილებს ქვებს დავუშენდით. ამის შემდეგ მათ სოფელი დატოვეს." - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ადგილობრივი ლიდერი ოსმან ხალილი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი სამხედროების მოქმედება, ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში პროტესტს იწვევს. იგივე მოხდა ივნისშიც.

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ალ ასადის რეჟიმი, ჩრდილოაღმოსავლეთ სირიაში, პოზიციების გამყარებას ცდილობს. ეს რეგიონი, ძირითადად, ქურთების მიერ მართული სირიის დემოკრატიული ძალების მიერ კონტროლდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG