ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში 3000-მდე აშშ-ის ჯარისკაცი დარჩება


აშშ-ის სამხედროების ცნობით, სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ამერიკელი სამხედრო გამოვა ერაყიდან.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის ფრენკ მაკკენზის განცხადებით, ერაყში ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა 5 200-დან 3 000-მდე შემცირდება და მოიცავს ერაყელი პარტნიორების დახმარებას დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დარჩენილი გადმონაშთების წინააღმდეგ. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ამერიკელების რწმენის გამოხატულებაა, რომ ერაყის არმიას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა აქვს.

ამის პარალელურად, 8 600 აშშ სამხედრო ავღანეთშია განლაგებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG