ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პარლამენტი მსო-ში გაწევრიანებას ამტკიცებს


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას კრემლი 20 წლის განმავლობაში ცდილობდა

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კანონი, რასაც მოსკოვი დიდი ხანია ცდილობდა.

მაშინ, როდესაც კანონს ზედა პალატა დაამტკიცებს და პრეზიდენტი პუტინი ხელს მოაწერს, 30 დღის შემდეგ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას კრემლი 20 წლის განმავლობაში ცდილობდა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრების ძალისხმევით, რუსეთს ამ ქვეყანაში ადამინის უფლებების დარღვევისა და მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო სფეროში დავების გამო დიდი ხნის მანძილზე საშუალება არ ქონდა გაწევრიანებულიყო. თუმცა 2011 წლის დეკემბერში შეთანხმების მიღწევა მოხდა.
XS
SM
MD
LG