ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ნავალნის სავარაუდო მოწამვლაზე გამოძიებას იწყებს


რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობასთან, კერძოდ კი მის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს

კრემლის მწვავე კრიტიკოსი და რუსი ოპოზიციონერი, 44 წლის ნავალნი ექიმებს ხელოვნურ კომაში ჰყავთ და ბერლინის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. ნავალნის თავდაპირველად ტომსკში მკურნალობდნენ. ტომსკში იყო ყველაზე ახლო საავადმყოფო, სადაც ოპოზიციონერის მიყვანა შეძლეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში ჩაის დალია და გონება დაკარგა.

გერმანიის კლინიკაში აცხადებენ, რომ ნავალნი მოწამლულია. თუმცა, რუსი ექიმები ამ დიგანოზს არ ეთანხმებიან. ნავალნის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ისინი ამბობდნენ, რომ ნავალნის ნივთიერებათა ცვლა ჰქონდა დარღვეული და ამ დიაგნოზის მიხედვით მკურნალობდნენ პაციენტს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტომსკის ადგილობრივ დანაყოფში აცხადებენ, რომ მათ შეისწავლეს სასტუმროს ის ოთახი, სადაც ნავალნი რჩებოდა. ასევე გამოიკვლიეს გზები, რომლითაც ის დადიოდა და გაანალიზეს ვიდეოები, რომელიც ვიზიტის დროს იყო გადაღებული. საბოლოოდ კი რაიმე მედიკამენტი, ან მსგავსი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს.

მიმდინარე კვირას კრემლში განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ სურთ ნავალნის ირგვლივ სიტუაციას ნათელი მოეფინოს. ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ ეს ინცინდენტი რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობას ხელს არ შეუშლის.

გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები, მოუწოდებენ რუსეთს, დაიწყოს გამოძიება. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მინისტრები კი კვირის ბოლომდე შეიკრიბებიან, რათა ნავალნის მდგომარეობა განიხილონ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG