ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნავალნის გვერდით დგას


აშშ ძალიან შეშფოთებულია გერმანელი სამედიცინო ექსპერტების ადრეული დასკვნით, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ დასკვნის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ გაიზიარებს ევროკავშირის მოწოდებას და ყოვლისმომცველი გამოძიების მოთხოვნასთან ერთად, თავადაც მზადაა ამ ძალისხმევას დაეხმაროს.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებს სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემას. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ალექსეი ნავალნის გვერდში დგას და მის სრულ გამოჯანმრთელებას იმედოვნებს."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG