ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი, სიკვდილს ებრძვის - ნავალნი კომაშია


ექიმები ალექსეი ნავალნის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. რუსი ოპოზიციონერი ლიდერი კომაშია. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში ყოფნისას ცუდად გახდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ლიდერი მოწამლეს.

კირა იარმიში წერს, რომ 44 წლის ნავალნი, მართვით სუნთქვაზეა გადაყვენილი. ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო, ავიალაინერი ომსკში დაეშვა. იარმიში ფიქრობს, რომ ნავალნი ჩაით მოწამლეს.

სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ნავალნი კლვლავ მძიმე მდგომარეობაშია.

"ჩვენ ვფქირობთ, რომ ალექსეი რაღაც ნარევით მოწამლეს, რომელიც ჩაიში იყო შერეული. ექიმი ამბობს, რომ ტოქსინებმა ცხელი სითხის დახმარებით სწრაფად იმოქმედა." - აცხადებს იარმიში. მისი თქმით, ფრენამდე ნავალნიმ მხოლოდ ჩაი მიირთვა.

ნავალნი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანმიმდევრული კრიტიკოსია, რომელმაც კორუფციის არაერთი შემთხვევა გამოავლინა რუსეთში. ის ბოლო წლებში რამდენჯერმე იყო საპატიმროში, მას არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება და არ დაუშვეს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG