ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა კრემლის კრიტიკოსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ძებნილთა სიაში შეიყვანა


დისიდენტი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელმაც ადრე პირობა დადო, რომ მოსკოვში ამერიკული "აბრამსის" ტანკით დაბრუნდებოდა, დაუზუსტებელი ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ბაბჩენკომ რუსეთი 2017 წელს დატოვა. 2018 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა მასზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყო, რომელიც მისი მკვლელობის სავარაუდო რუსულ გეგმაში მონაწილე პირების გამოსავლენი, სატყუარი ოპერაციის ნაწილი იყო. ბაბჩენკომ უკრაინა 2019 წელს დატოვა და ცნობილი არ არის, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.

ბოლო წლებში, ბაბჩენკო რუსეთის ხელისუფლების მიმართ უკიდურესად უარყოფითი გამონათქვამებით გამოირჩეოდა. 2020 წელს „როსფინმონიტორინგმა“ ბაბჩენკო ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.

XS
SM
MD
LG