ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაბჩენკო: “მე ჩემი საქმე გავაკეთე. მე ისევ ცოცხალი ვარ"


უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი და კრემლის კრიტიკოსი აკრადი ბაბჩენკო ცოცხალია. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ის კიევში, საკუთარ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული.

უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილი ჰრიცაკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს ბაბჩენკოს მოკვლის ბრძანება ჰქონდათ მიღებული.

ადამიანი, რომელსაც ბაბჩენკოს მოკვლა ჰქონდა დავალებული უკრაინელი მამაკაცია, რომელიც სამართალდამცავებმა სპეციალური ოპერაციის შედეგად უკვე დააკავეს.

“სპეცოპერაციის ჩატარებით, ჩვენ თავიდან ავიცილეთ ბაბჩენკოს განზრახ მკვლელობა,” განაცხადა ჰრიცაკმა.

ბაბჩენკო უკრაინულ მედიას პირდაპირ ეთერში უშიშროების სამსახურის სათაო ოფისიდან ჩაერთო და თქვა, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მისი მოკვლის შესახებ სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა.

“მე ჩემი საქმე გავაკეთე. მე ისევ ცოცხალი ვარ,” თქვა ჩართვის დროს ბაბჩენკომ.

კიევის პოლიციამ 29 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. ბაბჩენკო 2017 წლის შემდეგ კიევში ცხოვრობს.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებას რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG