ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განახლება: ბაბჩენკოს მკვლელობა 24 საათის შემდეგ არ დადასტურდა. მისი მკვლელობის ინსცენირება უსაფრთხოების მოსაზრებით ახსნეს.

უკრაინის სამართალდამცავების ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი, ავტორი და აქტივისტი, არკადი ბაბჩენკო კიევში მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

41 წლის ბაბჩენკომ, რუსეთი 2017 წელს დატოვა და საცხოვრებლად კიევში გადავიდა. მას რუსეთში მოკვლით ემუქრებოდნენ.

ბაბჩენკო ჩეჩნეთის ორივე ომში იბრძოდა. 2000 წელს მან შეიარაღებული ძალები დატოვა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. ის აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას და მოსკოვს აგრესიული ომების წარმოებაში სდებდა ბრალს.

ბაბჩენკო რამდენიმე პუბლიკაციის ავტორია. მისი წიგნი „ერთი ჯარისკაცის ომი“ ჩეჩნეთის ომში მის გამოცდილებას აღწერს. წიგნმა რამდენიმე ლიტერატურული პრემია მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG