ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ბაბჩენკოს მოდელირებულ მკვლელობას "უცნაურს" უწოდებს


არკადი ბაბჩენკო
არკადი ბაბჩენკო

კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოხარულია იმით, რომ ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალია, მაგრამ მისი მკვლელობის მოდელირებას „უცნაური“ უწოდა.

ცნობილ ჟურნალისტსა და რუსეთის მთავრობის ხმამაღალ კრიტიკოსზე სამშაბათს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის კიევში საკუთარ ბინაში მოკლეს. თუმცა, მომდევნო დღეს, ბაბჩენკომ პრესკონფერენციაზე შეკრებილი ჟურნალისტები გააკვირვა უკრაინის უშიშროების სამსახურში ცოცხლად გამოცხადებით. მან თქვა, რომ მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რომელიც მისი სიცოცხლის გადარჩენას ისახავდა მიზნად.

პესკოვმა თქვა, რომ არ იცის რამდენად ამართლებს ოპერაციის შედეგი იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა გადადგა. მან ასევე დასძინა, რომ ეს ოპერაცია არ ცვლის რუსეთის შეხედულებას იმაზე, რომ უკრაინა ჟურნალისტებისთვის საშიში ქვეყანაა.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბაბჩენკოს მკვლელობის ყალბი ამბის გავრცელება დაგმო და განაცხადა, რომ „შემაშფოთებელი და სამწუხაროა“ ის, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა სიმართლის მანიპულირება მოახდინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG