რუმინეთში დღეს რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომელმაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმი ცენტრისტულ-მემარჯვენე პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსა და ცენტრისტულ მემარცხენე პრემიერ მინისტრ ვიქტორ პონტას შორის შორის არსებული დაპირისპირების შედეგია.
ბასესკუ ამბობს, რომ რეფერენდუმის მოწყობა პოლიტიკური შურისძიებაა. პრეზიდენტს ბრალი ედება უფლებამოსილების გადაჭარბებაში.
რუმინეთის პარლამენტმა პრეზიდენტს უფლებამოსილება ივლისის დასაწყისში შეუჩერა, რის შემდეგაც ქვეყანას პონტას სოციალ-ლიბერალური კავშირი მართავს.
თუ რეფერენდუმზე მოსახლეობის 50 პროცენტზე ნაკლები გავა ხმის მისაცემად, რეფერენდუმი ანულირებულად ჩაითვლება და პარლამენტი პრეზიდენტ ბასესკუს უფლებამოსილებას აღუდგენს.