ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში რეფერენდუმის ჩატარებას მოელიან


Romania's President Traian Basescu sits inside the Parliament before the vote on his suspension, Bucharest July 6, 2012.

მართველმა ლიბერალურმა სოციალურმა კავშირმა კრინ ანტონესკუს გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტის ფუნქცია დააკისრა

რუმინეთში პრეზიდენტ ტრაიან ბაშესკუს და პრემიერ მინისტრის ძალაუფლებისთვის ბრძოლა - პრეზიდენტის უფლებამოსილების დროებით შეჩერებით დასრულდა. ქვეყნის პრემიერი პრეზიდენტ ბაშესკუს მთავრობის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს.

პარასკევს 256-მა კანონმდებელმა პრეზიდენტის ქვეყნის სათავეში დარჩენისთვის რეფერენდუმის დაწესებას დაუჭირა მხარი. 29 ივლისს საბოლოოდ განისაზღვრება, დარჩეს თუ არა ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე. ბაშესკუ აცხადებს, რომ იგი რეფერენდუმის შედეგებისთვის მზადაა.

მართველმა ლიბერალურმა სოციალურმა კავშირმა კრინ ანტონესკუს გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტის ფუნქცია დააკისრა. ბაშესკუსსა და პრემიერ მინისტრ ვიქტორ პონტას შორის დაპირისპირებამ რუმინეთი კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ბაშესკუს იმიჯი რუმინეთის მოსახლეობაში მას მერეც დაეცა, რაც პრეზიდენტმა ბოშების და უნარდაქვეითებული მოსახლეობის მიმართ უცენზურო კომენტარები გააკეთა.




XS
SM
MD
LG