რუმინეთის პარლამენტის 432 წევრიდან უმრავლესობამ, 256 დეპუტატმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. ტრაიან ბაშესკუს გადაყენების საკითხს 30 დღის განმავლობაში საყოველთაო რეფერენდუმზე გაიტანენ.
პრეზიდენტის მოვალეობას ამ დროის მანძილზე მმართველი ლიბერალ-სოციალური პარტიის წარმომადგენელი კრინ ანტონესკუ შეასრულებს.
რუმინეთის მემარჯვენე პრეზიდენტსა და მემარცხენე პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირებამ ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა პრემიერ- მინისტრ პონტას კოალიციის პოლიტიკის გამო, რომელიც ვაშინგტონის აზრით, რუმინეთში დემოკრატიის განვითარებას ემუქრება.