ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება


რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებას არ ცნობს

რუსეთი საერთაშორისო გადაწყვეტილების წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელიც სირიისა და ირანისთვის ფინანსური ოპერაციების შეჩერებას გულისხმობს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ იხელმძღვანელებს მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ დაწესებული იმ სანქციებით, რომელიც რომელიმე ქვეყანასთან იარაღით ვაჭრობას კრძალავს:

„არავის არ აქვს უფლება, უკარნახოს რუსეთს ან რომელიმე ქვეყანას ვისთან და რით ივაჭროს. კოლექტიური აკრძალვები, რომლებიც გაეროს უსაფრთხოების მიერ არ არის დამტკიცებული და პოლიტიკურად მოტივირებულია საერთაშორისო კანონმდებლობის სტანდარტებს არ შეესაბამისება," - აღნიშნა პუტინმა.
XS
SM
MD
LG