ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ძალაუფლებას იმტკიცებს


ოპოზიცია უამრავ დარღვევაზე საუბრობს

რუსეთის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე გაიმარჯვა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ედინაია რასიამ“ 5 ათასი მანდატიდან უდიდესი უმრავლესობა დაისაკუთრა და ხუთივე გუბერნატორის პოსტი დაიკავა.

ოპოზიცია უამრავ დარღვევაზე საუბრობს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ჯერ კიდევ კანდიდატების რეგისტრაციის შეზღუდვით დაიწყო და მოგვიანებით, არჩევნების პერიოდში, კენჭისყირის პროცედურაშიც დაფიქსირდა. მმართველი პარტია ბრალდებებს უარყოფს და ძალაუფლების განმტკიცებას ზეიმობს. პრემიერ მინისტრ დმიტრი მედვედევის განცხადებით, რომელიც პარტიის ლიდერად ითვლება, „ედინაია რასიამ“ არჩევნებზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე გასული წლის დეკემბერში, როცა ოპოზიცია რამდენიმე ათეულ მანდატს დაესაკუთრა.
XS
SM
MD
LG