ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

3 თვის თავზე, "სირცხვილიას" ორგანიზატორები ახალ სამოქმედო გეგმას აქციაზე წარადგენენ


20 ივნისის, ე.წ "გავრილოვის ღამიდან," 3 თვის შემდეგ აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები რუსთაველზე ისევ მართავენ მასშტაბურ აქციას. აქციის ორგანიზატორები აპირებენ, რომ სამომავლო, ერთწლიანი მოქმედების გეგმა წარადგინონ. მათი თქმით, დღეიდან მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი იქნება.

აქციაზე, რომელიც "გავრილოვის ღამის" შემდეგ 3 თვეა უწყვეტად მიმდინარეობს, დღეს პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები გამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები პროტესტის პირველ ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა დაარბია. შედეგად, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ხოლო ათობით მონაწილემ სხეულის დაზიანებები მიიღო. მათ შორის იყვნენ ცრემლსადენი გაზით დაზარალებულებიც. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგნელბსაც. დაზარალებულებს შორის იყვნენ პოლიციელებიც.

ამ მოვლენების შემდეგ, 21 ივნისის დილას თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. აქციის მონაწილეების მოთხოვნის მიუხედავად, პოსტიდან არ წასულა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ის ცოტა ხნის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით, პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG