ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით "ჰუავეის" თანამშრომელი დააკავეს


პოლონეთში ჩინური კომპანია "ჰუავეის" თანამშრომელი და კიბერ-ბიზნესში ჩართული კიდევ ერთი პოლონური წარმოშობის მოქალაქე დააკავეს. ორივეს ბრალად ჯაშუშობა ედება. ინფორმაცია ამის შესახებ პარასკევს პოლონურ მედიაში გავრცელდა.

ეს კიდევ უფრო აძლიერებს დასავლეთის ქვეყნების ლიდერების ეჭვებსა და სკეპტიციზმს ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიის სერვისების გამოყენების თაობაზე.

ამერიკის დაზვერვის სააგენტოები "ჰუავეის" ჩინეთის მთავრობასთან კავშირში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს მთავრობისგან თავის დაცვის მექანიზმები და ჩინეთის ხელისუფლების ჯაშუშებს შეუძლიათ მათ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება.

"ჰუავეის" წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები ამ დრომდე საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. კომპანია მტკიცედ უარყოფს ყველა ბალდებას. თუმცა, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უკვე რამდენიმე დასავლურ ქვეყანაში შეინიშნება, რაც პეკინთან ურთიერთობებში დამატებითი დაძაბულობის მიზეზი ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG