ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ნერვული აგენტის გამოყენების მორიგ შემთხვევას იკვლევს


ბრიატნეთის კონტრ-ტერორიზმის პოლიცია იკვლევს თუ როგორ მოხვდა ორი ადამიანის სხეულში ნერვული აგენტი, რომლითაც წლის დასაწყისში ორმაგი ჯაშუში და მისი ქალიშვილის მოწამლეს.

დღევანდელ საგანგებო შეხვედრას შიდა უსაფრთხოების მდივანი საჯიდ ჯავიდი უძღვება.

44 წლის დონ სტარგესი და 45 წლის ჩარლი როული შაბათს, ქალაქ სალისბურიდან 13 კილომეტრის მოშორებით უგონო მდგომარეობაშიიპოვეს. სალისბური იგივე ქალაქია, სადაც მარტში სერგეი და იულია სკრიპალები ასევე უგონოდ იპოვეს.

უშიშროების მინისტრმა ბენ უოლესმა ტელეკომპანია ბიბისის განუცხადა, რომ გამოძიების მიხედვით ეს ახალი თავდასხმა არ არის და მარტში მომხდარი თავდასხმის შედეგია. აქამდე ცნობილი ინფორმაციით წყვილს რუსეთთან კავშირი არ აქვს.

სალისბურის ჯანდაცვის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG