ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანამის პრეზიდენტი სკანდალურ დოკუმენტებს ეხმაურება


ხუან კარლოს ვარელა პირობას დებს, რომ მის სახელმწიფოში არსებული ფინანსური ოპერაციების პრაქტიკა გადაიხედება. პანამის პრეზიდენტმა ოთხშაბათს გაკეთებულ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ მთავრობაში შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელიც ე.წ. პანამის დოკუმენტებით გამოქვეყნებული ინფორმაციის პასუხად ქვეყნის ფინანსური ოპერაციების გავრცელებულ პრაქტიკას გულდასმით შეისწავლის.

კომისიაში შევლენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. პანამის პრეზიდენტის განცხადებით, მათ დასკვნის სახით უნდა წარმოადგინონ ის აუცილებელი ზომები, რომელიც ქვეყანაში ფინანსური და ლეგალური სისტემების გამჭვირვალობის გაძლიერებას დაეხმარება. ხუან კარლოს ვარელა პირობას დებს, რომ კომისიის მიერ დადებულ დასკვნებს პანამა სხვა სახელმწიფოებსაც გაუზიარებს, რათა ხელი შეეწყოს გლობალური ეკონომიკური სექტორის გაჯანსაღებას და მეტ გამჭვირვალობას.

XS
SM
MD
LG