ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პანამის დოკუმენტებზე" გამოძიებები დაიწყება


“პანამის დოკუმენტების” სახელით გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს უკვე რამდენიმე ქვეყნის ლიდერი გაამოეხმაურა, ისინი პირობას დებენ, რომ მასალებში მოხსენიებულ საქმეებს გამოიძიებენ. ზოგ ქვეყანაში კი გამოძიების მიგნებებს არ აღიარებენ.

პანამის პრეზიდენტი ხუან კარლოს ვარელა მათ რიგებშია, ვინც გამჭვირვალობას საჯაროდ მიესალმა და განაცხადა, რომ მისი მთავრობაა მზადა გამოძიებიების საწარმოებლად.

“გამომძებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის” წარმომადგენელმა უილ ფიტზგიბონმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ გამოძებისას ჟურნალისტებმა ჯამში 220 000 კომპანიის დოკუმენტები შეისწავლეს, კორუფციის ნიშნები დოკუმენტების უმცირესობაში აღმოაჩინეს, თუმცა ეს აღმოჩენები ოფშორული სისტემის შესასწავლად საკმარისია.

XS
SM
MD
LG