ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. პანამის დოკუმენტების ირგვლივ აჟიოტაჟი იზრდება


შენობა, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით კომპანია "მოსაკ ფონსეკას" ოფისებია განთავსებული.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პანამის დოკუმენტებთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოძიება დაიწყება. გამოძიებული იქნება იმ ადამიანთა საქმიანობა, რომლებიც ოფშორული კომპანიების დახმარებით შემოსავლების დამალვას და გადასახადებისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დოკუმენტების ასლი დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც მოითხოვა.

11.5 მილიონი დოკუმენტისგან შემდგარი ინფორმაცია საჯარო კვირას საღამოს გახდა. საერთაშორისო ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა მოძიებული საბუთები პანამის დოკუმენტების სახელწოდებით გამოაქვეყნეს. საქმე ეხება პანამაში დაფუძნებული იურიდიული კომპანიის ბიზნეს გარიგებებს. კომპანია „მოსაკ ფონსეკა“ Mossak Fonseca ოფშორული ფინანსური გარიგებებით მსოფლიოს ბევრ ცნობილ ადამიანთან, მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერთან, თუ პოლიტიკური გავლენის მქონე პირთან იყო დაკავშირებული. ანონიმურმა წყარომ აღნიშნული დოკუმენტები ვაშინგტონში დაფუძნებულ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) გადასცა.

XS
SM
MD
LG