ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ოლიგარქების ინვესტიციები ლონდონში


კენსინგტონის უბანი ლონდონში
კენსინგტონის უბანი ლონდონში
ლონდონში ყველაზე შეძლებულთა უბნებს რუსი ბინადრები მოფერებით ლონდონგრადს უწოდებენ. ნიკოლას რედმენი სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ცენტრიდან, ამბობს რომ მათ იქ ქონების დაცვის გარანტიები და ინვესტიციების უსაფრთხოება ხიბლავს.

„ჩვენ აქ ისეთ სასამართლო სისტემას და პირადი ქონების დაცვის უფლებებს ვთავაზობთ, რომლის ეკვივალენტური რუსეთში არ არსებობს. ასე რომ რუსეთში გაკეთებულ ფულს ლონდონში აბანდებენ, რათა თავი მომავალში უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ“- ამბობს ის.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
ბმული

უკრაინაში განხორციელებული აგრესიის და სანქციების გამკაცრების ფონზე მათი ინვესტიციების უსაფრთხოება დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ლონდონის ბირჟაზე აღრიცხულ 70-მდე რუსულ კომპანიას შორის ისეთი გიგანტებიც არიან, როგორიცაა „გაზპრომი“ და „როსნეფტი“.

სანქციების გამკაცრებამ აქციების გაყიდვა უკვე შეაჩერა. ინვესტორებმა რისკის გამო რუსული კომპანიების მიმართ მადა დაკარგეს- ამბობს სერგეი ოსტროვსკი, „აშურსტის“, გლობალური საადვოკატო კომპანიის რუსული განყოფილებიდან.

„სიფრთხილის პერიოდი დგება, როცა ხალხი იმ პროექტებს, რომლებიც სასწრაფო არ არის, გაყინავს და მოვლენების განვითარებას დაელოდება. ახალ პროექტებს აღარ წამოიწყებენ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ძნელად წარმოსადგენია სხვა არჩევანი. ქალაქ ლონდონს რუსული ბიზნესებისთვის კონკურენტი თითქმის არ ჰყავს“ - აცხადებს წარმოშობით რუსი ადვოკატი.

უძრავი ქონების აგენტები ამბობენ, რომ რუს ინვესტორებს განსაკუთრებით ძვირი სახლები აინტერესებთ. მაგალითად ასეთი: 39 მილიონიანი სახლი, რომელიც 2012 წელს ანონიმურად იყიდეს, კინოთეატრით, 12 საძინებლით და საცურაო აუზით - ყვება ედ მედი, სააგენტო „დუგლას ენდ გორდონის“ დირექტორი.

„ანონიმურობის დაცვის კანონმდებლობა აქ იმის საშუალებას იძლევა, რომ კერძო საკუთრება ოფშორული კომპანიის სახელზე შეიძინო. მარტო გაზრდილ გადასახადს იხდი და ეს მათ მოსწონთ“ - ამბობს ედ მედი.

რედმენის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ძალაუფლება სწორედ იმ ოლიგარქების მხარდაჭერას ეყრდნობა, რომელთა ქონებაც ლონდონშია დაბინავებული. მისი თქმით, „თუ რუსულ ელიტას სერიოზული უხერხულობა შეექმნა, მათი ინვესტიცია რისკის ქვეშ აღმოჩნდა და ჩვეულ ადგილებშიც ვეღარ ჩავიდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოლიგარქების მხრიდან პუტინისადმი ერთგულება, სულ ცოტა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“.

სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე სწრაფი გავლენა ვერ ექნება - ამბობს ელიზაბეტ შტეფანსი, დაზღვევის ბროკერი კომპანიიდან „ჯარდინ ლოიდ ტომფსონი“.

„ირანშიც დავრწმუნდით და ჰუსეინისდროინდელ ერაყში, რომ სიტუაციის მომწიფებას რამდენიმე წელი სჭირდება. ამასობაში კი ევროკავშირი ზარალდება“ - აღნიშნავს ის.

სანქციების დადებით და უარყოფით მხარეებზე ევროპის დედაქალაქებში მსჯელობა გრძელდება. ანალიტიკოსების აზრით, ლონდონში ამ საკითხზე შესაძლოა სხვებზე მეტად წუხან.
XS
SM
MD
LG