ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ამერიკისთვის გაგზავნილ მემორანდუმს იძიებს


პაკისტანი ამერიკისთვის გაგზავნილ მემორანდუმს იძიებს

გამოძიებას დაევალა დაადგინოს იმ დოკუმენტის წარმომავლობა და დანიშნულება, რომელიც მაისში ადმირალ მაიკლ მალენს პირადად გადასცეს.

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ განკარგულება გასცა, რომ დაიწყოს გამოძიება იმ მომორანდუმის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელიც ისლამაბადიდან ვაშინგტონში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდირების შემდეგ გაიგზავნა. მემორანდუმში პაკისტანის ხელისუფლების ანონიმური წარმომადგენელი ამერიკის ადმინისტრაციას დახმარებას სთხოვდა პაკისტანის მთავრობის სამხედრო გადატრიალებისგან დასაცავად.

უზენაესმა სასამართლომ საგამოძიებო კომისიას ოთხი კვირა მისცა საქმის დასახურად.

კომისიას დაევალა დაადგინოს დოკუმენტის წარმომავლობა და დანიშნულება, რომელიც მაისში ადმირალ მაიკლ მალენს პირადად გადასცეს. ადმირალი მალენი მაშინ ამერიკის გაერთიანებული შტაბების უფროსი იყო.

XS
SM
MD
LG