ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ახალ გაცხადებას აკეთებს


პაკისტანი ახალ გაცხადებას აკეთებს
პაკისტანი ახალ გაცხადებას აკეთებს

„თანამშრომლობა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა არ არის და პაკისტანის მოთმინებასაც საზღვარი აქვს.“

პაკისტანის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება ეძლევათ ავღანეთთან საზღვარზე ნებისმიერ აგრესიას უმაღლესი მთავარსარდლობისგან ყოველგვარი ინსტრუქციის გარეშე უპასუხოს.

გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უკანასკნელ თავდასხმაზე ერთგვარი პასუხი იყო, რომელსაც ერთი კვირის წინ ათეულობით პაკისტანელი ჯარისკაცი შეეწირა. პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანიმ ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის კრებაზე განაცხადა, რომ მისი მთავრობა არავის მისცემს უფლებას ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება შელახოს. „თანამშრომლობა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა არ არის და პაკისტანის მოთმინებასაც საზღვარი აქვს“ - აღნიშნა მან.

პენტაგონის სპიკერის ჯორჯ ლითელის განცხადებით, ნატომ პაკისტანს საგუშაგოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რაზეც ის დღემდე უარს ამბობს.

XS
SM
MD
LG