ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამაბადი ამერიკულ გამოძიებას აკრიტიკებს


ისლამაბადი ამერიკულ გამოძიებას აკრიტიკებს

ამერიკული მხარე ნოემბერში კოალიციის ძალების მიერ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე განხორციელებული ოპერაციის დეტალებს სწავლობდა, რომლის შედეგადაც, პაკისტანის 24 ჯარისკაცი დაიღუპა.

პაკისტანის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ამერიკული გამოძიების შედეგები, რომელიც ნოემბერში კოალიციის ძალების მიერ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე განხორციელებული ოპერაციის დეტალებს სწავლობდა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად, პაკისტანის 24 ჯარისკაცი დაიღუპა.

ისლამაბადის განცხადებით, გამოძიების ანგარიში არ შეიცავდა საკმარისი რაოდენობის ფაქტებს. პაკისტანის მხარე გამოძიებაზე ოფიციალურ პასუხს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდლობა ინციდენტის მიზეზად პაკისტანელ და ამერიკელ ჯარისკაცების შორის მწირ კომუნიკაციას ასახელებს.

XS
SM
MD
LG