ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი კვლავ ბლოკავს ნატოს ავტოკოლონის გადაადგილებას


პაკისტანი კვლავ ბლოკავს ნატოს ავტოკოლონის გადაადგილებას

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა, რომ ავღანეთში მიმავალი ნატოს სატრანსპორტო ავტოკოლონის გადაადგილება სავარაუდოდ დაიბლოკება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში. პრემიერმა ასევე არ გამორიცხა მომავალში პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვა აშშ-თვის. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ მინსტრმა ბი-ბი-სისთან ინტერვიუში ისაუბრა.

გზა, რომელსაც ალიანსი ავღანეთში ჯარის მოსამარაგებლად იყენებს, პაკისტანმა მას შემდეგ გადაკეტა რაც 26 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ავღანეთის საზღვარზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ბატონმა გილანიმ უარყო ბრალდება პაკისტანელ თალიბებთან მოლაპარაკების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც ძალადობას გმობს.

XS
SM
MD
LG