ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დრონის შეტევას თალიბთა ლიდერი ემსხვერპლა


შიიტი მუსლიმები რელიგიურ ცერემონიალზე. 15 იანვარი, 2012 წ.
შიიტი მუსლიმები რელიგიურ ცერემონიალზე. 15 იანვარი, 2012 წ.

გარდაიცვალა პაკისტანელ თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი - ჰაკიმულა მეჰსუდი

პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ცნობით შეერთებული შტატების ავიაციის უპილოტო თვითმფრინავის „დრონის“ მიერ ჩრდილოეთ ვაზირისტანში 12 იანვარს განხორციელებული შეტევის შედეგად გარდაიცვალა პაკისტანელ თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი - ჰაკიმულა მეჰსუდი.

ოფიციალურმა წყარომ, რომელმაც ვინაობას არ ამხელს, აღნიშნა, რომ ინფორმაცია მათ თალიბებს შორის რადიოგადამცემების საშუალებით მიმდინარე საუბრის მოსმენის შედეგად მოიპოვეს. ერთი მხარე ლიდერის გარდაცვალებას ადასტურებდა, მეორე კი მას რადიოგადამცემით მსგავს თემებზე საუბრის გამო შენიშვნას აძლევდა.

პაკისტანი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თალიბები კი მას კატეგორიულად უარყოფენ. ცნობა თალიბთა ლიდერის დაღუპვის შესახებ პაკისტანში პენჯაბის პროვინციაში მომხდარ მასობრივ მკვლელობას დაემთხვა. დისტანციური ბომბის აფეთქების შედეგად შიიტ მუსლიმთა ტრადიციულ რელიგიურ პროცესიაზე, რომელშიც ასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, 16 მონაწილე დაიღუპა და 20 დაიჭრა.

XS
SM
MD
LG