ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მთავრობა ახალ ზომებს იღებს


პაკისტანის მთავრობა ახალ ზომებს იღებს
პაკისტანის მთავრობა ახალ ზომებს იღებს

ნატოს მიერ განხორციელებულ რეიდს 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ განხორციელებული რეიდის შემდეგ, რომელსაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისლამაბადმა საჰაერო თავდაცვის იარაღი ავღანეთის საზღვართან განალაგა.

პაკისტანური პრესის ინფორმაციით, რომელიც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განცხადებებს ეყრდნობა, ცნობილი ხდება რომ პაკისტანმა ეს ზომა მორიგი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად განახორციელა.

იმავდროულად, პაკისტანი აცხადებს, რომ ქვეყნის დასავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით შექმნილი სტრატეგიის შესწავლას აგრძელებს.

აღნიშნული ინციდენტის მიზეზებს ნატოსა და ამერიკის წარმომადგენლები იძიებენ.

XS
SM
MD
LG