ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული "დრონის" მორიგი რეიდი


ამერიკული "დრონის" მორიგი რეიდი

პაკისტანის ტერიტორიაზე კიდევ ოთხი მეომარი დაიღუპა

პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ტომებით დასახლებულ რაიონში 4 მეომარი დაიღუპა.

ამერიკულმა დრონმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის სოფელ დეგანში სარაკეტო დარტყმა მიაყენა ერთ-ერთ სახლს და ავტომობილს. ეს რეგიონი ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით დაღუპულები თურქმენეთიდან გადმოსული მეომრები იყვნენ. ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების რეიდები პაკისტანის ტერიტორიაზე იანვრის დასაწყისში მცირე პაუზის შემდეგ განახლდა, რაც ნატოს ავიაციის დაბომვის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვით იყო გამოწვეული.

ამ ინციდენტმა კიდევ უფრო გააუარესა ისედაც დაძაბული ურთიერთობა ამერიკელებსა და პაკისტანის მთავრობას შორის. ოფიციალურად პაკისტანი გმობს ამერიკული დრონების გამოყენებას მის ტერიტორიაზე, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს, მაგრამ სინამდვილეში სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკელი სამხედროები სწორედ პაკისტანისგან იღებენ.

XS
SM
MD
LG