ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს წლიურად 3.3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს


ავღანეთში შეერთებული შტატების მშვიდობის დესპანი ზალმაი ხალილზადი, მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, კვირას, ქაბულში ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი, ამერიკული და კოალიციის ჯარების მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობა იყო. ჯარების გაყვანის საბოლოო ვადა 11 სექტემბერია.

დისკუსია დაემთხვა იმ დროს, როდესაც მეამბოხეებმა სამთავრობო ძალებზე თავდახმები გააძლიერეს, უცხოური სამხედრო ძალების გასვლის დაწყების შემდეგ იპყრობენ ავღანეთის ოლქებს, მათ შორის ექვსი ოლქი გასულ კვირაში დაიპყრეს. ორივე მხარეს ასობით მებრძოლი და ასევე ავღანელი სამოქალაქო პირი მოკლეს.

კვირას, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის პრეს-მდივანმა თქვა, რომ ხალილზადის გუნდთან მოლაპარაკებები ყურადღებას სამ სექტორზე ამახვილებს, მათ შორის თავდაცვაზე, ეკონომიკაზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

მოჰამედ ამირის თანახმად, აშშ-ის დესპანმა ღანის უთხრა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ვაშინგტონი ქაბულს წლიურად 3.3 მილიარდი დოლარით უზრუნველყოფს, რათა მხარი დაუჭიროს თალიბანთან მებრძოლ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს.

ავღანეთის მთავრობა, თალიბანთან ბრძოლაში დიდი ხნის განმავლობაში ამერიკულ საჰაერო მხარდაჭერას ეყრდნობოდა.

ქვეყნის ოფიციალური პირები არ იზიარებენ შეშფოთებას იმის თობაზე, რომ უცხოური სამხედრო მხარდაჭერის გარეშე, მათ ძალებს მეამბოხეებთან გამკლავება არ შეუძლია.

ხალილზადი და მისი დელეგაცია აბდულა აბდულასაც შეხვდება, რომელიც მეამბოხეებთან ზავის პროცესს ზედამხედველობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG