ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაციის უფროსი გადადგა


ობამას ადმინისტრაციის უფროსი გადადგა

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა, რომელზეც მან მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. პრეზიდენტის განცხადებით, უილიამ დეილის, თეთრი სახლის ბიუჯეტის ხელმძღვანელი ჯეკ ლიუ შეცვლის. მოვალეობების გადაბარების პროცესი, საინფორმაციო სააგენტო "ასოშეითიდ პრესის" ცნობით, სავარაუდოდ თვის ბოლოსათვის დასრულდება. თავად პრეზიდენტმა ამის თობაზე დასძინა, რომ ეს ახალი ამბავი ადვილად მისაღები არ იყო, თუმცა აღიარა ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობა.

XS
SM
MD
LG