ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ამერიკელებს მიმართავს


პრეზიდენტი ობამა ამერიკელებს მიმართავს

იანვარში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განახლდება დებატები კანონპროექტის ერთი წლით გაგრძელების თაობაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ იმედოვნებს, რომ მომავალი წელი დადებითი ცვლილებების წელი იქნება, ამერიკა შეძლებს ეკონომიკურ წინსვლასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ყოველკვირეულ რადიო გამოსვლაში ოაბამამ დასძინა, რომ იგი კმაყოფილია კანონმდებლების მიერ შობამდე მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელმაც მილიონობით ამერიკელს საგადასახადო და უმუშევრობის შეღავათები გაუგრძელა.

პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ კანონ-პროექტის ორ თვიანი გაგრძელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ ამერიკელებმა ტელეფონის, ელფოსტისა, და სოციალური ქსელების საშუალებებით, ხმა მიაწვდინეს თავიანთ დელეგატებს.

იანვარში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განახლდება დებატები კანონპროექტის ერთი წლით გაგრძელების ტაობაზე.

პრეზიდენტმა ყოველკვირეული გამოსვლა ჰავაიში ჩაწერა, სადაც იგი ოჯახთან ერთად დასავენებლად იმყოფება.

XS
SM
MD
LG