ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩიკაგოში ობამას საპრეზიდენტო ცენტრის აშენება იგეგმება


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჩიკაგოს მაკკორმიკის ცენტრში, მეტწილად კეთილგანწყობილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა და თავის მშობლიურ ქალაქად გადაქცეული ჩიკაგოსთვის, სადაც თითქმის 25 წელი იცხოვრა, ე.წ. ვალის გადახდის თემაზე ისაუბრა.

ამჟამინდელი გეგმით, სავარაუდოდ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ობამას საპრეზიდენტო ცენტრი, მიჩიგანის ტბასთან ახლოს, ჯექსონის ისტორიულ პარკში განთავსდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰავაიზე დაიბადა, ინდონეზიაში გაიზარდა და განათლება ქალაქ ნიუ-იორკში მიიღო, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის მშობლიურ ქალაქად, თავის მეუღლის დაბადების ადგილი, ქალაქი ჩიკაგო და მისი სამხრეთი უბანი აღიარა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, მან სწორედ იქ დაიწყო პოლიტიკურ აქტიურობა, როგორც აქტივისტმა, საზოგადოების ორგანიზატორმა. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეს ადგილი ლოგიკური იქნება ობიექტისთვის, რომელიც მის საპრეზიდენტო მემკვიდრეობას შეინარჩუნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG