ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას პირველი საჯარო გამოჩენა სამთვიანი პაუზის შემდეგ


“რა ხდებოდა აქ, ჩემს არყოფნაში?” - ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირველი საჯარო გამოსვლა ხუმრობით დაიწყო. ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ ახალგაზრდებს ობამამ საზოგადოებრივი აქტივობისკენ მოუწოდა, ისევე, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა.

“ერთად მუშაობისას, ჩვეულებრივ ადამიანებს არაჩვეულებრივი საქმეების კეთება შეუძლიათ” - თქვა მან უნივერსიტეტში, სადაც ერთ დროს იურისპრუდენციაში ლექციებს კითხულობდა. შეხვედრა ორშაბათს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიმართა. ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების, უნივერსიტეტის სტუდენტების და ახალგაზრდა სპეციალისტებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად გამართულ საუბარს უძღვებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG