ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მომავალ თვეში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, პროტესტანტული რეფორმაციის მე-500 წლისთავის აღსანიშნავ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ კონფერენციის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
კონფერენცია, რომელსაც გერმანული პროტესტანტული ორგანიზაცია „კირხენტაგი“ და ობამას ფონდი ერთობლივად აწყობენ, ბრანდერბურგის ჭიშკრის წინ ჩატარდება, იქ, სადაც 2013 წელს, ობამამ, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა, სიტყვა წარმოთქვა.
Facebook Forum