ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: კრიმინალთან გასამკლავებლად, ჩიკაგო ფედერალურ დახმარებას მიიღებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ძალადობრივი დანაშაულის მაღალი დონის მქონე ჩიკაგოში ფედერალურ დახმარებას გზავნის, რომელიც ქალაქს კრიმინალის შემცირებაში დაეხმარება.

პრეზიდენტმა არ მიანიშნა, თუ რა სახის დახმარების გაგზავნას გეგმავდა, თუმცა გაზეთი „ჩიკაგო სან-თაიმსი“ იუწყება, რომ ჩიკაგოში შეერთებული შტატების ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მასალების სააგენტოს 20 აგენტი გაიგზავნა.

გაზეთის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დამატებითი აგენტები, ჩიკაგოში მომუშავე სააგენტოს დაახლოებით 35-40 თანამშრომელს შეუერთდნენ.

ჩიკაგოს პოლიციის უფროსმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ ჩიკაგოში კრიმინალთან ბრძოლის მეთოდს ძირფესვიანად ვცვლით.“

იანვარში, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩიკაგოში არსებული კრიმინალის მაღალი დონე დაგმო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG