ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დღეს ამერიკელების წინაშე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვა. ის მოსახლეობას ჩიკაგოდან მიმართავს. თეთრი სახლის თქმით, ობამა გამოსვლაში ისაუბრებს, თუ როგორ ხედავს ის ქვეყნის მომავალს და შეაფასებს ბოლო 8 წელს, ასევე „მოუწოდებს ხალხს, რომ ჩაერთონ და იბრძოლონ დემოკრატიისთვის.“ ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ვალერი ჯარეტმა განუცხადა.

თეთრი სახლის თქმით, ობამას გამოსვლა 60 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდება. გამოსვლა 10 იანვარს, ქალაქ ვაშინგტონის დროით 21 საათზე იგეგმება.

მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ინაუგურაციისთვის სამზადისი კოლუმბიის ოლქში უკვე დაწყებულია.

XS
SM
MD
LG