ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პირველი ქალი ლიდერი


პარასკევს სტეისი კანინგემი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის 226-წლიან ისტორიაში პირველი ქალი ლიდერი ხდება. ინფორმაციას გამოცემა “უოლ სტრიტ ჯორნალი” ავრცელებს.

სტეისი კანინგემი ე.წ. დიდი საბჭოს 67-ე პრეზიდენტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი კვირიდან, მსოფლიოს საფონდო ოპერაციების ორივე წამყვან ოპერატორს, ნაზდაკს და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟას, ქალები უხელმძღვანელებენ. ნაზდაკის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი 2017 წლის იანვრიდან ადენა ფრიდმანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG