ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი ქალი დირექტორი დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში


ჯინა ჰასპელი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს უხელმძღვანელებს. ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ის სენატმა 54 ხმით 45-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატურის დამტკიცება, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ წარსულში გამოყენებული დაკითხვის ძალადობრივი მეთოდების გამო გაჭიანურდა.

რესპუბლიკელი სენატორის ტომ კოტონის (არკანზასის შტატი) თქმით, ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ სააგენტო „კარგ ფორმაში დატოვა“. ჯინა ჰასპელი კი მისი „ძალიან უნარიანი“ მოადგილე იყო. დემოკრატი სენატორის მარკ უორნერის (ვირჯინიის შტატი) განცხადებით, მას სჯერა, რომ ჰასპელი, თუ საჭირო გახდა, წინ აღუდგება პრეზიდენტს და მისი განკარგულების შემთხვევაშიც კი არ დაუშვებს სააგენტოში უკანონო და ამორალური წამების დაბრუნებას.

დაზვერვის სააგენტოს ახალ დირექტორს ამ სფეროში მუშაობის 33-წლიანი სტაჟი აქვს. რაც შეეხება მის დამოკიდებულებას წარსულში გამოყენებული დაკითხვის სასტიკი მეთოდებისადმი, სენატორ მარკ უორნერისადმი მიწერილ წერილში, ჰასპელმა თქვა, რომ წარსულში, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს მსგავსი ძალადობრივი მეთოდები არ უნდა გამოეყენებინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG