ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაზვერვის სააგენტოს დირექტორს სენატის კომიტეტი კენჭს უყრის


ჯინა ჰასპელი

სენატის დაზვერვის კომიტეტში დღეს შეხვედრა არის დაგეგმილი, რომელზეც სენატორებმა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის პოსტზე ნომინირებულ ჯინა ჰასპელს კენჭი უნდა უყარონ.

მას შემდეგ, რაც ჰასპელის კანდიდატურა კომიტეტს გაივლის, საკითხი გადასაწყვეტად სრულ სენატს გადაეცემა.

რესპუბლიკელებს სენატში მცირედი უმრავლესობა აქვთ და იყო საფრთხე, რომ ჰასპელს პოზიციაზე დასამტკიცებლად რესპუბლიკელების ხმები არ ჰყოფნოდა. თუმცა, ხუთმა დემოკრატმა უკვე განაცხადა, რომ მას ხმას მისცემს.

მისი დამტკიცების შემთხვევაში, ჯინა ჰასპელი პირველი ქალი იქნება, რომლიც დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს უხელმძღვანელებს.

ჰასპელი დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო იმ დრომდე, სანამ მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნებოდა. ჰასპელს თავისი წარსულის გამო, კერძოდ, ტყვეთა მკაცრი მეთოდებით დაკითხვის მხარდაჭერასა და ამ დაკითხვებში ჩართულობისთვის აკრიტიკებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG