ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს


სალაჰ აბდესლამი, გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობას აცხადებს. ინფორმაციას მისი ადვოკატი სედრიკ მოისე ავრცელებს.

სედრიკ მოისემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ მისი კლიენტი ბრიუსელიდან პარიზში ექსტრადირების გადაწყვეტილებასთან ბრძოლას არ აპირებს. ეჭვმიტანილი 18 მარტს ბელგიის დედაქალაქში ოთხი თვის მანძილზე გაგრძელებული დევნის შემდეგ დააკავეს. გამოძიება ფიქრობს, რომ აბდესლამი კავშირში იყო ძმებ ხალიდ და იბრაჰიმ ელ ბაქრაუიებთან, რომელთაც ბრიუსელში გასულ კვირას მოწყობილი ტერაქტები ბრალდებათ. პარიზში 130 ადამიანი დაიღუპა, ბრიუსელში კი 32.

XS
SM
MD
LG