საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო და საგანგებო მდგომარეობის შესახებ განაცხადა. დღეს, ცოტა ხნის წინ პარიზის რამდენიმე უბანში აფეთქება განხორციელდა.
საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაიღუპა სულ ცოტა 67 ადამიანი რესტორნისა და სტადიონის ტერიტორიაზე. ოფიციალური პირების ცნობით, 15 ადამიანი დაიღუპა ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად არის აყვანილი.
ძალოვანი სტრუქტურები ამ წუთებში საკონცერტო დარბაზის შტურმს გეგმავენ.
ბარაკ ობამამ პარიზში მომხდარს აღმაშფოთებელი ფაქტი უწოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორების მიზნით.