ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქებისას და მეტროს გაჩერებაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად ქალაქში ტრანსპორტი გაჩერებული და ყველა სადგური დაკეტილია. თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა უკვე იკისრა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ."
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტერაქტებს ჰავანაში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, " ბელგიის დასახმარებლად აშშ ყველაფერს გააკეთებს."
ახალი ამბების სააგენტო "ბელგა ნიუსის" ცნობით, აეროპორტში აფეთქების წინ გაისმა შეძახილები არაბულ ენაზე.
ერთი საათში აფეთქება მოხდა მაელბეკის მეტრო სადგურზე, რომელიც ევროპის კავშრის შტაბბინასთან ახლოს მდებარეობს. ევროკავშირის თანამშრომლებს სამსახურებში და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
ამ წუთისთვის დაღუპულია 30 და დაშავებული-130-მდე ადამიანი.
ბელგიის მთავრობამ უსაფრთხოების ზომა უმაღლეს - ტერორიზმის დონეზე აიყვანა. უსაფრთხოების ზომები ასევე გამკაცრდა ფრანკფურტში, ლონდონში, პარიზსა და ამსტერდამში.