ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის არჩევნებში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება


რუსეთის სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ალექსანდრე ნავალნის ხუთწლიანი სასჯელის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლო ნავალნის თანხების მითვისებაში სდებს ბრალს. დღევანდელი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2018 წელს მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეაფერხებს.

ნავალნიმ განაჩენი გაასაჩივრა. ის უარყოფს ბრალდებას, რომ 2009 წელს ხე-ტყის გაყიდვის გარიგებაში თანხები მიითვისა. ოპოზიციის ლიდერი სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სერიოზული დანაშაულის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლება, მიუხედავად იმისა, მოაგროვებს თუ არა ის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო 300 ათას ხელმოწერას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG