ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ალექსეი ნავალნის ორშაბათს 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა. ის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ნავალნის მასობრივი საპროტესტო აქციის ორგანიზების გამო, დაახლოებით 350 დოლარის ოდენობის ფულადი ჯარიმაც დაეკისრა.

ოფიციალური წყაროები მოსკოვში გამართულ არასანქციონირებულ გამოსვლას უკანონოდ აფასებენ. ალექსეი ნავალნი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კვირა დღეს გამართული, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი აქცია უკანონო არ იყო. მისი ადვოკატი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG