ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის ცნობილმა კრიტიკოსმა და ანტიკორუფციულმა აქტივისტმა ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე იყრის. ნავალნი მასობრივ საპროტესტო აქციებს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული მართავდა. პოლიტიკურ თანამდებობაზე კენჭისყრის აკრძალვა მას გასულ თვეში მოუხსნეს.

40 წლის ალექსეი ნავალნი ოპოზიციური "პროგრესის პარტიის" ლიდერია და სახელი დიდი ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის კრიტიკით გაითქვა. ის პუტინს და მის მმართველ გუნდს კორუფციაში ამხელდა. განცხადება ნავალნიმ დღეს ვიდეო-გზავნილის სახით გააკეთა და ის ახალი საარჩევნო კამპანიის ვებ-გვერდზე განათავსა.

XS
SM
MD
LG